პროექტ-გაკვეთილის მთავარი თემა
|
იაკობ გოგებაშვილის
მოთხრობა ,,იავნანამ რა ჰქმნა?!’’
|
სწავლების
საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, V კლასი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
9 მოსწავლე
|
პროექტ-გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
წაკითხული ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევის
განვითარება;
·
ტექსტის გარშემო ინფორმაციის
მოძიების/დახარისხებისა და პრეზენტაციის
უნარების განვითარება
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები
|
1. მოსწავლეს
შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება (ქართ. V. 2.)
·
ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას, დამოუკიდებლად
დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს
აცნობს და უთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·
გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის
მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
·
განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს
მათ საქციელს;
·
მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ
და გამოხატავს საკუთარ პოზიციას;
|
გაკვეთილის მიზნები
|
მოძიებული მასალების
პრეზენტაცია
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასება (იხ. დანართი1)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ნ.გორდელიძე, თ.კუხიანიძე ქართული ენა და ლიტერატურა 5 კლასის მოსწავლის წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი,
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
სორგანიზაციო
საკითხები
ü პროექტ-გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა
ü პროექტორის
საშუალებით მასწავლებელი მოასმენინებს მოსწავლეებს
მსოფლიოს იავნანებს
ü პირველი ჯგუფი
წარმოადგენს პრეზენტაციას იავნანის შესახებ
(10 წუთი)
ü მეორე ჯგუფი
ისაუბრებს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ (10 წუთი)
ü მესამე ჯგუფი
ისაუბრებს იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანა რა ჰქმნა?!’’ შესახებ (15 წუთი)
ü მოსწავლეები
ავსებენ კროსვორდს (2 წუთი)
ü მოსწავლეები
ფურცლებზე წერენ თავიანთ განწყობას და აკრავენ განწყობის ხეს (2 წუთი)
ü მასწავლებელი
ახდენს შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს
(1 წუთი)
|
იავნანა-მზის საგალობელი და ყოვლისშემძლე სიმღერა
пятница, 2 октября 2015 г.
გაკვეთილის გეგმა (მე-5 კლასი)
среда, 8 января 2014 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)